ღამის კლუბებში გასართობად წასულ ახალგაზრდა ქალებს აუპატიურებენ – შემაშფოთებელ სტატისტიკაზე ქალთა უფლებადამცველი “ტვ პირველთან” საუბრობს და ამბობს”
“არიან ქალები, რომლებიც საუბრობენ, რომ იყვნენ კლუბებში, მიიღეს ალკოჰოლური საშუალება, თუმცა, გამოწვეული თრობა, არ იყო ალკოჰოლური თრობის შესაბამისი, ისინი გახდნენ სრულიად უუნაროები, ვერ ახორციელებდნენ ვერანაირ ფიზიკურ ქმედებას და მოძალადემ განახორციელა მასზე სქესობრივი დანაშაული. პოლიციელები ეუბნებიან – დარწმუნებული ხარ, რომ შენც არ გნდოდა და შენი ნებით არ მოხდა? როგორ შეიძლება ნებაზე ვისაუბროთ, როცა ქალი საუბრობს რომ ყველანაირი უნარი ჰქონდა შეზღუდული? სქესობრივი დანაშაულის თავში უნდა გაჩნდეს თანხმობის მნიშვნელობის განმარტება, განსაკუთრებით გაუპატიურების მუხლის დროს.”
კომენტარები