“ნიუ ლაიფის” დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი:
“ქალები ცოცხლად დაწვის შიშით ცხოვრობდნენ, იმ შემთხვევაში, თუ ისინი რაიმე სახით კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდნენ კულტურულ ნორმებს და საფრთხეს შეუქმნიდნენ პატრიარქატს. ქალის დაწვა კანონით შემოსაზღვრულ ადგილზე კი არ ხდებოდა, არამედ სახალხოდ, დემონსტრაციულად, რათა ქალებს კიდევ უფრო ღრმად გასჯდომოდათ შიში კაცების და მტანჯველი პატრიარქატისა. 15-18 საუკუნის ევროპაში 9 მილიონი ქალი შერაცხეს გიჟად, ეშმაკად და ცეცხლზე დაწვეს. როგორც აღნიშნული თემის მკვლევარი, ანა ბარსტონი აღნიშნავს, სასამართლო სისტემაში, ყველა ის პირი, ვისაც ქალების დაწვაზე განაჩენი გამოჰქონდა, კაცი იყო. ასე დაშინებით და ცეცხლზე დაწვით დაიმონეს კაცებმა ქალები და მათ კონტროლს დაუმორჩილეს ქალის სხეული, გონება, სექსუალობა, შრომა, თვითშეფასება და სხვა უფლებები…
ისეთი შეგრძნება მაქვს მეც ცეცხლზე მწვავდნენ მთელი ცხოვრება და ფერფლიდან აღვსდექი. ალბათ ნაცნობი შეგრძნებაა საქართველოში მცხოვრები ყველა ქალისთვის. ყველა იწყვის, თავისებურად და ყველას ჩვენ ჩვენი ისტორია გვაქვს. თუმცა როგორი მძიმეც არ უნდა იყოს უნდა იყოს ეს ისტორია, არ უნდა შეგვეშინდეს არასოდეს იმის, რომ გავაპროტესტოთ უსამართლობა და დავიცვათ ჩვენი უფლებები. ქალის უპირველესი უფლება კი ბედნიერებაა და შვილებსაც ბედნიერი დედა სჭირდება მხოლოდ.
გუშინ ახლობელმა დაიწუწუნა და ვუთხარი, ხომ არ გინდა ბორკილებით მივაბრძანო ეგ შენი ქმარი მეთქი. უი არაო. მაშინ გადაეცი ვინც ქალს პატივს არ სცემს მე იმას არ ვცემ პატივს და შემდეგში აღარ დავინდობ მეთქი. არ უნდა დაინდო ძალადობა და უპატივცემულობა !
კომენტარები