„ნიუ ლაიფის” ხელმძღვანელი, მარიამ კუკუნაშვილი სოციალური ქსელში წერს:
„პატრიარქატის მიერ ჩაგრული უამრავი ქალი და ახალგაზრდა გოგო მწერს. მიზიარებენ საკუთარ ისტორიებს და მადლობას მიხდიან პირადის გასაჯაროვებისათვის.
ჰყვებიან „სიყვარულად“ წოდებულ ტრაგიკულ ისტორიებს და მეუბნებიან, რომ ძალას ვაძლევ.
გადაცემის ყვითელი ფორმატის გამო, ბევრი ვიფიქრე წავსულიყავი თუ არა სიცრუის დეტექტორში, მაგრამ მივხვდი, რომ უნდა წავსულიყავი და რამენაირად მომეხერხებინა ბალანსის დაცვა იმის შორის, რომ ყვითელი მყვირალა ჰედლაინებიც მეფრქვია პირადი გამათრახების ხარჯზე და ბევრი ქალის ტკივილიც გადმომეცა.
არ ვიცი ბალანსის დაცვა შევძელი თუ არა, მაგრამ ის კი ვიცი, რომ იქ სადაც ქალების უფლებები ირღვევა, დუმილი დანაშაულია. არც კაცების ლანძღვა ყოფილა ჩემი მიზანი, რადგან პატრიარქატში ქალიც მსხვერპლია და კაციც. დაელოდეთ სიცრუის დეტექტორს სადაც მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდაც ხვადია“!!! თუმცა ამ სიტყვებით არ მითქვამს, ისე ვთქვი, ყვითლად და მეტად დასამახსოვრებლად. ქალების პრაიდსაც ჩავატარებთ”
კომენტარები