ფოტო -IPN
ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმართულებით მიმდინარე მსვლელობაზე ხმაური და დაპირისპირება იყო.
რამდენიმე წუთის წინ, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.
ქალების მარშის მონაწილეები ამბობენ, რომ პოლიციელებმა თავდაპირველად მათ სააავტომობოლო გზის ნაწილი გაუხსნა, თუმცა მოულოდნელად მოგვიანებით მათ მიმართ აგრესიაზე გადავიდა. ამჯერადაც აქტიურობდა პოლიციის მაღალჩინოსანი ლაშა სალუქვაძე, რომელიც ქალებზე ძალადობაშია მხილებული.
ამ დღეში ჩააგდეს კაცები, ქალებს გვეჭიდავებიან. გადაგვიარეს შუა ქუჩაში. სამართალდამცველები რომ ჰქვიათ, ამ დღეში ჰყავთ ე.წ. სახელმწიფო ინსტიტუტები. გადაგვჯეგეს, გადაგვიარეს ქალებს მშვიდობიანი აქციის დროს“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
კომენტარები