პიარტექნოლოგი, გიორგი კალატოზიშვილი:
2014-2018 წლებში საქართველოში 135 ქალი მოკლეს!
2019 წელს საქართველოში 22 ქალი მოკლეს!
2020 წელს საქართველოში 27 ქალი მოკლეს!
2021 წელს საქართველოში 31 ქალი მოკლეს!
2022 წლის მხოლოდ 6 თვეში მოკლეს 23 ქალი!
ქალებს კლავენ ქმრები!
ქალებს კლავენ ყოფილი ქმრები!
ქალებს კლავენ ყოფილი პარტნიორები!
კლავენ საჯაროდ და ხმაურით – ქუჩაში და ავტობუსებში!
კლავენ ჩუმად და ბავშვების თვალწინ!
ყოველ წელს უფრო მეტ ქალს კლავენ, ვიდრე წინა წელს!
ყოველ წელს მხოლოდ ვლაპარაკობთ კანონის გამკაცრებაზე!
გავაგრძელოთ ლაპარაკი?!
გამკაცრდეს კანონი ფემიციდისთვის!
#ფემიციდი
#დავიცვათქალები
P.S. ვანახლებ ამ ძალიან მტკივნეულ პოსტს, რადგან ვთვლი თავს ვალდებულად არ შევიყვანო ადამიანები შეცდომაში და არ მოვითხოვოთ ისეთი რამ, რაც უკვე გვაქვს და ამის ნაცვლად ვეძებოთ ქალების დაცვის სხვა გზები! როგორც ჩემმა მეგობარმა Goga Khatiashvili აღნიშნა ერთ-ერთ კომენტარში – დღეს საქართველოში “უვადო თავისუფლების აღკვეთას, ანუ უვადო პატიმრობას ითვალისწინებს ოჯახის წევრის მკვლელობა და ფემიციდი”. სხვა ბერკეტებიც არის საჭირო! ვეძებოთ გამოსავალი! ვიფიქროთ ერთად!
კომენტარები