ჩინეთის ქალაქ ცინშანის მაცხოვრებელმა მის სახლში შეჭრილი მოძალადე და ქურდი შეაშინა იმით, რომ უთხრა, რომ ახლახან დაბრუნდა უხანიდან და მას კორონავირუსი აქვს.
ინციდენტი 31 იანვარს მოხდა. მძინარე ქალის სახლში ყაჩაღი შეიჭრა და ქალის გაუპატიურება სცადა. ამ დროს, ქალმა კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების სიმპტომების გამოვლინება დაიწყო.
შეუჩერებელი ხველების დროს, მან მოძალადეს უთხრა: “მე ახლახან დავბრუნდი უხანიდან და ინფექციის ნიშნები მაქვს, ამიტომ ვარ სახლში, რომ სხვებს არ გადავდო”.
როდესაც ეს სიტყვები მოძალადემ გაიგო, სახლიდან გაიქცა. ყაჩაღი მოგვიანებით პოლიციას ჩაბარდა.
კომენტარები