ქეთი წიკლაური, რომელიც თავის პოსტებსა და კომენტარებში ამტკიცებს, რომ შსს-ს თანამშრომელია, წერს:
“არ ვამართლებ ქალზე ძალადობას მითუმეტეს სიცოცხლის მოსპობას მაგრამ არც იმას ვამართლებ ქალი რომელიც ქმართან ცხოვრობს და სხვა კაცებს ეფლირტავება ფლირტაობა მერე ღალატში გადადის და ამის შედეგად ათობით კიარა ასობით გარდაცვლილ ქალს ვნახავთ გაცილდით და ვისაც გინდათ ეფლირტავეთ და ვისაც გინდათ შეიქმენით სხვასთან პირადი ურთიერთობები ცოტა არიყოს და იმ კაცებისაც მესმის ცოლები რქებს რომ ადგა ენ და მერე გაუწონასწორები ხდებიან ამ პოსტს იმიტომ ვწერ რომ ზოგი ჭორის დონეზე აიტაცებს მეკი ბევრი საგამოძიებო საქმის თანამონაწილევარ და ვიცი რასაც ვამბობ.”
კომენტარებში იგი და მისი თანამოაზრეები, ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, ან ემუქრებიან, ან ეუბნებიან, რომ ისიც, ალბათ, იმ ქალებისნაირია და “მაზოლზე მოხვდათ” და “ჰოროსკოპით საცოდავნი” არიან. ქეთი წიკლაური კი, ხან ითხოვს, რომ “ნომერი დამიტოვე, მიგიჩენ ადგილს”, ხან პირდაპირ იმუქრება. კომენტარებში არაერთმა ადამიანმა მონიშნა შინაგან საქმეთა სამინისტრო, რეაგირების მოთხოვნით.
კომენტარებში ქეთი წიკლაური წერს: (სტილი დაცულია)
ღალატი რო კანონმდებლობით დასჯადი გახდეს დამიჯერეთ ქალთა ციხეები ასაშენებლები გვექნება
მე რიალური ფაქტებით ვმსჯელობ რაც სწორი და სამართლიანი გამოძიების შედეგად 80 % ქალების ფლირტისა და ღალატის გამო ზარალდებიან ამას სრული პასუხის მგებლობით ვამბობ !!!
რიალური გამოძიების შედეგი რომელიმემ თუ იციით?
ყველა მოძალადე დაისაჯოს მაგრამ თან მიჰყვნენ მოღალატეებიც აი ესაა სამართლიანობა
მგონი ბევრი ქალი გავანაწყენე მაგრამ არაუშავს ზოგი დაფიქრდება ზოგი კი ცივ წყალს დალევს და გაგრილდება
მე დანაშაულს და ძალადობას არ ვამართლებ მაგრამ არც ღალატს ვამართლებ და დანაშაულისკენ მიმართულ ქმედებას აი ამას არ ვამართლებ რაც 80% დასტურდება თანაცხოვრების დროს ღალატი ფლირტი და ათასგვარი სისაზიზღრე ქალების მხრიდან
პირადად ჩემს ძმას ორი ქალი ორივე ორი შვილით და ქმრებიანები არიან და მოსვენებას არ აძლევენ ხან შიშველ ფოტოებს უგზავნიან და ხან ტელეფონს უწითლებენ ბიჭს ნორმალურად საჭმლის ჭამას არ აცდიან და ეხლა მითხარი ეგ ქალები თავიანთი ქმრებისგან რას იმსახურებენ შუბლზე კოცნაას?
აქ ფაქტი მოვიყვან ჩემი იჯახის წევრის მიმართ ქმრიანი ქალის მიმართ განხირციელებულ ქმედებაზე თორე ჩემი ძმა უვსებს სურვილს ალბად და მოთხოვნადიც მაგიტომაა მაგრამ აი მათი ქმრები როდესმე რო გაშიფრავენ შედეგი შენ დადე წინასწარ
10 მცნებით ვიცხოვროთ ყველამ და თუ მოხდება ამდენი დანაშაული პირველი მე ჩამქოლეთ 10 მცნება კიარა ერთი მცნება აღარ არსებობს
მე არ ვამართლებ კაცს და ძალადობას ხალხი არაა კითხვა არიცით თუ ოფთალმიჯის პაციენტები ხართ ქალი თუ ღალატობს ფლირტაობს და სხვა უნდა წავიდეს და თავში ქვა უხლია რა რაღა ოჯახში აკეთებენ ამ უღირსობას რაარის ამაში რთული მეორე და მესამე ქორწინებაშია მილიონი წყვილი საქართველოში და ცოცხლებიც არიან და მშვიდათაც ცხოვრობენ საკუთარი ქმრის სახში და ქმრის გვერდით ღალატი რამე პერსპექტიულია? გარდა 4 ფიცრისა ან რიანიმაციისა არაფერი არ მოუტანი ჯერ .
მე რასაც ვსაუბრობ დამერწმუნე დაქტებით არის ყველა ჩემი სიტყვა გამყარებული ძვირფასო და ზოგიერთივით არ ვჭორაობ ნიუსებით და პოსტებიდან გამოტანილი დასკვნებით
რიალურ და გამოძიებულ ფაქტებს ნუ დავივიწყებთ
მაგდა პაპიძის საქმე რამდენს გახსოოვთ ღალატის გამო რომ ქმარი და საკუთარი შვილი სასიკვდილოთ გაიმეტა , გახსოვთ რატომ მოკლა? გახსოვთ პატიოსანი მეგობრობისგან რომ უცებ ფეხმძიმედ აღმოჩდა ციხეში? წმინდა მაგდანელაა
როცა დანაშაულს ჩადის დამნაშავე მისი განსჯა პირდაპირ ჩემი მოვალეობაა
შე ავადმყოფო მე ვიძიებდი მაგ საქმეს და მე არ მინახავს და მე არვიცი? ეხლა ენას კბილი დააჭირე და ზდილონისკენ მოგიწოდებ სანამ ამოგიღე მიწიდან უზდელო შენ. შენ ზდილობისკენ მოგიწოდებ და თუ ზდილობას არ მიმართავ დამიჯერე მე გამოგიკვლევ შენ. აი შენნაირი აკარაშკა ქალები არიან კაცებს რო დანაშაულისკენ უბიძგებენ და ჩემი პოსტი შენნაირი მდაბიოს გასარჩევი არაა
შე ავადმყოფო ამღვრეული და ზოდიაქოთი მოღალატე როარიყო და არ ამართლებდე ღალატს სწორად გამოიტანდი აზრს მაგ პოსტიდან
შე ჭკუით ინვალიდო ამდენს რო ტლიკინებ და იოფლიანებ თითებს და ენას ერთი ნომერი დამიტოვე რო მიგიჩინო შენი ადგილი მაგრამ სადგაქ შენ მაგის თავი კლავიატურის ქალბატონები ხართ
პათოლოგები არ ხდებიან პათოლოგები არიან და თვალები კარგად უნდა გაახილონ და უმეტეს შემთხვევაში ქალი ხდის მკვლელს კაცს თუნდაც იმიტომ რომ ერთხელ რო იძალადებს და გაუტარებს შვილების მშობლების და მეზობლების ხათრით მეორეთ ხელის მაგივრათ დანებს ღებულობენ ამიტომ პირველივე გადაცდომაზე ადეკვატური სასჯელი უნდა მიაღებინო რო ძალადობას არ შეაჩვიო და მკვლელად არ აქციო ბოლოს.
განახლება:
მოგვიანებით, შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, Facebook-მომხმარებელი – ვინმე ქეთი წიკლაური, ქალი პოლიციელის პროფილის ფოტოთი, ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე განსხვავებულ მოსაზრებას ტირაჟირებს.
სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფში აღნიშნულ პოსტს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა და მკაცრად გაკრიტიკდა.
საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს, განვმარტოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ჰყავს ქეთი წიკლაურის პერსონალური მონაცემით არც მოქმედი და არც ყოფილი პოლიციელი. გაყალბებულია Facebook-მომხმარებლის ე.წ. ექაუნთი, სადაც სხვა სახელისა და გვარის მქონე პირი საზოგადოებრივი მღელვარების გამოწვევის მიზნით პროვოცირებს და მიზანმიმართულად იყენებს სულ სხვა გვარ-სახელის პატრულ-ინსპექტორის ფოტოებს, რაც ემსახურება პოლიციის დისკრედიტაციას.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და უწყების მხრიდან ამ მიმართულებით არაერთი ღონისძიება ტარდება. პოლიცია სხვა უწყებებთან ერთად ახორციელებს პრევენციულ ღონისძიებებს, ასევე, მსგავს ფაქტებზე ატარებს მაქსიმალურ ზომებს, მსხვერპლის ინტერესებზე მორგებული ხარისხიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით. ამ მიმართულებით სამინისტროს საქმიანობა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ანგარიშებში ეფექტიანად და დადებითად შეფასდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად განაგრძობს პრევენციულ ღონისძიებებს და მოძალადეთა მიმართ მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარებას.
კომენტარები