ბლოგერ უჩა აბაშიძის მეუღლემ, მარიამ იაშვილმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დანაშაული აღიარა და უდაოდ ცნო ბრალდების მტკიცებულებები, – ამის შესახებ საქმის პროკურორმა, ანი ხახანაშვილმა დახურული სასამართლო სხდომის შემდეგ განაცხადა, ინფორმაციას „ნიუსჰაბი“ ავრცელებს.
მისივე თქმით, იაშვილმა აღიარა, რომ სექსუალურ მომსახურებას უწევდა სხვადასხვა მამაკაცს და ხდებოდა მისი გადაღება და კადრების შენახვა.
ამასთან, პროკურორის განცხადებით, იაშვილი ამ დრომდე დანაშაულს არ აღიარებდა და მეუღლის მსგავს პოზიციას აფიქსირებდა.
დღევანდელ სასამართლო სხდომას არ დასწრებია უჩა აბაშიძე. მისმა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა, რომ საქმეში არსებულ ფირებზე, მტკიცებულებებზე შინაარსობრივად ვერ იმსჯელებენ, რადგან კანონის დარღვევით არის მოპოვებული. ადვოკატის თქმით, აბაშიძე დანაშაულს არ აღიარებს და მის დაკავებას პოლიტიკურს უწოდებს, კერძოდ, აქციებზე აქტიურობას უკავშირებს.
საქმეში 80-მდე დაზარალებულია, რომლებმაც არ იცოდნენ პირადი ცხოვრების კადრების გადაღების შესახებ. ისინი სასამართლოში დახურულ სხდომებზე დაიკითხებიან.
კომენტარები