სამოქალაქო აქტივისტი, მარიამ პავლიაშვილი:
“ახლახან ვნახე ერთ-ერთი ქალი, რომელიც მიშას მხარდამჭერ აქციებზე არ დადიოდა, ხან ცუდად იყო, ხან გზის ფული და მანქანა იყო მიზეზი – ბაკურიანში თუ გუდაურში სრიალებს თოვლში.
ამას რატომ ვწერ იცით??! ეს ის ქალია ვინც საკუთარ თანამოაზრეებთან ერთად, დიდი წვლილი შეიტანა ენმს მხარდამჭერთა გახლეჩვაში. ეს ქალბატონი და მისი მეგობრები გვადანაშაულებს, რომ ჩვენ ვართ მელიას კუდები და მიშას მტრები, თუმცა, ეს ქალბატონი და ბევრი მისი მიმდევარი მიშას მხარდამჭერ აქციებზე არ მინახავს. მივწერე, მოდი, გავიცნოთ ერთმანეთითქო, ერთი სიტყვით პარტიაში დავპატიჟე და შევთავაზე მელიასთან და სხვა ლიდერებთან ერთად განეხილა ის საკითხები რაც აწუხებდა და არ მოსწონდა.
ერთი სიტყვით ახლოს ვერ მოვიკარე, მერე მე თვითონ გავხდი ცუდად და აღარ შემიწუხებია.
ალბათ მიაწვდიან ინფოს.
უბრალოდ გული მტკივა რომ ამ ხალხმა არ დაიზარეს და ყველაფერი გააკეთეს ჩვენი გახლეჩვისთვის.”
კომენტარები