პოლიტიკოს შალვა ნათელაშვილის მეუღლე, პოეტი, ბელა ალანია:
“მეგობარი შემხვდა და კაფეში დავსხედით.
ვისაუბრეთ, ვიწუწუნეთ იმაზე, თუ რამდენი საქმეა სახლში, რომ ქალის გაკეთებულ საქმეს ვერავინ ამჩნევს, რომ მოვლენ ჩვენები და დალაგებულ ოთახებს არევ-დარევენ, კარადიდან გამოყრიან ტანსაცმელს, მერე კი კვლავ დაეზარებათ შელაგება, და რომ მზა საჭმელსაც არ მიირთმევენ ჩვენ გარეშე ა. შ.
გვერდით მაგიდასთან მოხუცი ქალბატონი იჯდა და ყავას მიირთმევდა. უნებლიეთ მოწმე გახდა ჩვენი საუბრის.
ქალმა თვალები შემომაგება და ჩუმად ჩაილაპარაკა: – როგორ მენატრება ჩემი სახლის ამრევ- დამრევები და ძალიან შორს არიან… დავალაგებდი, საჭმელს გავაკეთებდი, ამ მტკივანი ფეხით მთელი დღე არ დავჯდებოდი, ოღონდაც…
მის თვალებში ჩამდგარ ნაღველს, როდის გადასცურავდა?!
სევდას ხმაში ვინ დაუამებდა?!
ან ამ გამომეტყველებას, მარტოობის ტკივილნარევს, როდის და ვინ შეუცვლიდა?!
არც კი ვიცოდი, რა მეთქვა…
ვიდარდე, თუ რას იტყოდა ჩვენზე, რა წარმოდგენა შეექმნებოდა.
ჩვენს მაგიდასთან დავპატიჟე, მითხრა, რომ ეჩქარებოდა…
თავი დავიმშვიდე, რადგან სადღაც ეჩქარება ადამიანს, ესეიგი ვიღაცები მაინც ელოდებიან- მეთქი.
სახლში დაბრუნებულს ,,ამრევ- დამრევები ” დამხვდნენ. ქურაზე შემოდგმული მზა საჭმლის გაცხელება ისევ მე მომანდეს.
უბრალოდ, დედის ხელით მოწვდილი, ალბათ, მაინც სულ სხვაა“
კომენტარები