პარტია სამართლიანობისთვის ლიდერი, ეკა ბესელია გოგი წულაიას საქმეზე “on.ge”-თან ამბობს:
“ნებისმიერი ძალადობა და, განსაკუთრებით, ქალის მიმართ ძალადობა არის ჩემთვის მიუღებელი და ამის გამართლებას არ ვაპირებ. და მეორე პოლიტიკური მართლმსაჯულების პირობებში, რა თქმა უნდა, ეჭვს იწვევს და უპირობოდ არაფრის მიღება აღარ შეიძლება, სადაც სასამართლო არის ჩარეული. აქ ამ ნაწილში საუბარია წინასწარ პატიმრობაზე.
ეს ეხება იმ ადგილს, სადაც საუბარია, რომ სხვა ანალოგიურ შემთხვევებში წინასწარ პატიმრობას არ იყენებს სასამართლო და ტექსტი ამ ნაწილში ნამდვილად მოითხოვს კორექტირებას. სამწუხაროდ, გვიან მივაქციე ამას ყურადღება. სხვა საქმეების არის, სადაც ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებში პატიმრობა იქნა გამოყენებული”.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა გოგი წულაიას მხარდასაჭერი განცხადება გაავრცელეს. მათი თქმით, ისინი სერიოზულად უდგებიან ნებისმიერ ბრალდებას ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ და არ აპირებენ ავტომატურად ეჭვქვეშ დააყენონ მომჩივანის მიერ გამოთქმული ბრალდებები, თუმცა წულაიასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდება ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივზე მიუთითებს, ვინაიდან ანალოგიური ბრალდებების დროს აღმკვეთი ღონისძიების ეს ფორმა არ გამოიყენება.
საერთო განცხადება ევროპული საქართველოს პრესსამსახურმა გაავრცელა.
აღსანიშნავია, რომ ამ განცხადებას გაემიჯნენ ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე და სტრატეგია აღმაშენებლის წევრი თეონა ჭალიძე.
კომენტარები