ბრაზილიელმა დედამ 11 წლის შვილი გაგუდა, რადგან ქალის თქმის, მას ძალზე მობეზრებული ჰქონდა ბავშვის მიერ ყოველ ღამით ტელეფონზე დიდი ხნის განმავლობაში თამაში. აღნიშულ ინციდენტზე ბრაზილიის პოლიციამ ალექსანდრა დუგოკენსკი მკვლელობის ბრალდებით მას შემდეგ დააკავა, რაც მან შვილის მკვლელობა 2 ივლისს აღიარა.
სამართალდამცავებმა სახლის ჩხრეკისას აღმოაჩინეს პოემა, რომელიც ბავშვმა სიკვდილამდე რამდენიმე კვირის წინ დაწერა, სადაც იგი დედის მიმართ სიყვარულზე საუბრობდა.
აღნიშნულ პოემაში მოზარდი რაფაელი მადლობას უხდიდა დედამისს მისი და მისი ძმის კარგად მოვლისთვის. ბავშვი ლექსებში აცხადებდა, რომ დედის ღიმილი მისთვის ყველაფერს ნიშნავდა.
33 წლის განქორწინებულმა და 2 შვილის დედამ თავიდან სამართალდამცავებს კვალი აუბნია და უთხრა, რომ მისი შვილი დაიკარგა, რომლის შემდეგაც გამომძიებლებმა და ბიჭის ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა მისი ძებნა დაიწყეს ტყეში. მას შემდეგ რაც ძიება უშედეგოდ დასრულდა, ქალი გამოტყდა და აღიარა სამართალდამცავებთან საუბარში, რომ მან თავისი შვილი ტანსაცმლის გამოყენებით გაგუდა.
ეჭვმიტანილის თქმით, მას აღარ შეეძლო ტყუილში ცხოვრება და სურდა, რომ თავის სინდისთან მართალი ყოფილიყო.
ნიუპოსტი
კომენტარები