კანადაში წყვილი კორონავირუსის კომენდანტის საათის წესების დარღვევის გამო მას შემდეგ დააჯარიმეს, რაც პოლიციამ დააფიქსირა, რომ ქალი თავის ქმარს ძაღლის საბელით ასეირნებდა. ამის შესახებ BBC ავრცელებს ინფორმაციას.
ქალმა პოლიციას განუცხადა, რომ ის უბრალოდ „ასეირნებდა ძაღლს“ თავის სახლთან ახლოს. ერთადერთი მიზეზი, რითაც შესაძლებელია კანადაში პოლიციამ კომენდანტის საათის პერიოდში მოქალაქე არ დააჯარიმოს არის სახლთან ახლოს ძაღლის გასეირნება. უცნაურ მოქმედებაში მყოფი ცოლ-ქმარი სამართალდამცავებმა 21:00 საათზე დააფიქსირეს, კოვიდ რეგულაციების ამოქმედებიდან სულ რამდენიმე წუთში.
პოლიციელების თქმით, ცოლმა მათ განუცხადა, რომ სრულად იცავენ შინაური ცხოველების გასეირნების წესებს.
თითოეული მათგანი დააჯარიმეს 1546 კანადური დოლარით, რაც შეადგენს 1212 ამერიკულ დოლარს, ან 893 სტერლინგ ფუნტს. საერთო ჯამში, ქალს ქმრის “გასეირნება” 3092 კანადური დოლარი დაუჯდა.
კომენტარები