დღეს გაცხადდა, რომ “ქართული ოცნება“ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად სამუშაო ჯგუფების შექმნას გეგმავს.როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ “ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მათ შორის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე მუშაობის მიზნით, ასევე, დაკომპლექტდება მონიტორინგის ჯგუფი დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად.
ამის საპასუხოდ“სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ თქვა:
“ქართული ოცნების“ არ გვჯერა – ეს განცხადება მუხტის დასაგდებად სჭირდებათ. ირაკლი კობახიძემ პირველ პუნქტად დეპოლარიზება დაასახელა. მე ჩემის მხრიდან ვფიქრობ, რომ თუ დეოლიგარქიზაციაზე არიან თანახმა და ამასთან დაკავშირებით აქვთ გადაწყვეტილი, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლებას ჩამოცილდეს, საუბარს ამის შემდეგ აზრი აქვს“,
“როდესაც ირაკლი კობახიძის შეთავაზებას ვუსმენდი, სულხან-საბას იგავი “მელი მოძღვრად“ გამახსენდა – იგავი იმის შესახებ, თუ რა ემართებათ მათ, ვინ იჯერებს, რომ მელა არის მოძღვარი.”
კომენტარები