პიარტექნოლოგი, გიორგი გოგეშვილი:
“ელემენტარულია:
სტუმართმოყვარეობა არ ნიშნავს სახლის კარზე საკეტის ან მთლიანად კარის ჩამოხსნას.
ასევე ელემენტარულია და თავმოყვარეობის საკითხია, რომ ქვეყანასთან რომელთანაც გაქვს სავიზო მისვლა, მოსვლაც უნდა გქონდეს სავიზო.
ამ ორ მოცემულობას კავშირი არ აქვს ნაციზმთან და ვერ ვხვდები, რა საჭიროა საპირისპიროში დარწმუნება, თითქოს ეს დისკრიმინაციაა.
სადღაც რო მიდიხარ, უნდა დააკაკუნო, თუ გაგიღებენ, მადლობა უნდა თქვა, უნდა გესმოდეს რომ სტუმრად ხარ.
არაეთიკურია პირდაპირ სახელური ჩამოწიო, კარი შეაღო და სადაც ადგილს ნახავ დაჯდე, დაწვე, დაიძინო.
საქართველოს მთავრობა რატოა ჩვენი ქვეყნის კარი პეტლებიდან ჩამოხსნილი? ქართლის დედაც გადავაკეთოთ და მეორე ხელშიც ფიალა დავაჭერინოთ. რა თავს ვიტყუებთ?
სერიიდან – კარი დახურეთ, ორპირია, დაგვიბერავს და გავცივდებით.
არსებობს დაუპატიჟებელი სტუმრის ცნება, რომელიც დაპატიჟებულისგან მხოლოდ მასპინძლის განწყობით განსხვავდება.
უგუნური გონიერისგან იმით განსხვავდება, რომ საკუთარი კარგი თვისებების მახეში არ ებმება.
ის რომ სტუმართმოყვარე ერი ვართ, არ ნიშნავს, რომ ამ თვისებას მახეში გაბმის საშუალება მივცეთ.
რა ვიცი, რანაირადღა ვთქვა მეტი გასაგებად.”
კომენტარები