„მიქსმეტრონომთან“ უფოლოგი, ერეკლე შონია საქართველოში დაფიქსირებულ არამიწიერ მოვლენებზე საუბრონს და განმარტავს, რომ ამოუცნობი მფრინავი ობიექტის ყველანაირი ფორმა არსებობს, მათ შორის ისეთები, რომლებიც ფორმას იცვლის.
„ერთ-ერთი პირველი შეტყობინება საქართველოში იყო ქართლის სოფლიდან 80-იან წლებში. ამოუცნობი მფრინავი ობიექტი გამოჩნდა ქორწილში, სტუმრებმა კი მას ქვები დაუშინეს. ამის შემდეგ ხომალდმა ფორმის შეცვლა დაიწყო. ჯერ იქვე მდგომი მანქანის ფორმა მიიღო, შემდეგ მრგვალი გახდა. „ – იხსენებს ირაკლი შონია
მისი თქმით საქართველოში ყველაზე ხშირად ფიქსირდებოდა 13 დიამეტრის, მრგვალი ხომალდები, რომლებსაც უმეტესად ქვემო ქართლში ხედავდნენ. მათი დიდი ნაწილი თეფშის ფორმის იყო. ყველაზე ხშირად ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს 90-იან წლებში ხედავდნენ.
„თვითონ ხომალდი არა, მაგრამ ცაში მცირე ნათებები მინახავს. ბოლო აქტიური პერიოდი 2016 წელი იყო, ამის შემდეგ უშუალოდ უცხოპლანეტელებზე გადმოვერთეთ და ხომალდებს ისე აღარ დავსდევდით. ახლა უფრო ვცდილობთ გავიგოთ სად მიდიან და რა არის მათი მიზანი.“ – ამბობს იგი.
კომენტარები