“ქართულ ოცნებას” ვეუბნები – ჩემი დასაცავი გახდებით, თუ სააკაშვილს მოკლავთ, პირდაპირ გეუბნებით, ჩვენი დასაცავი იქნებით, რადგან როგორი სტანდარტითაც სააკაშვილს მოექცევით, ისეთი სტანდარტით მოგექცევიან თქვენც, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის დემარშს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.
მისი თქმით, საქართველოს ევროპული წესებით მოქმედებას სთხოვენ.
“ქართული ოცნების” პროპაგანდას არ უნდა ავყვეთ, რომლებიც ანტიდასავლურ პროპაგანდას აღვივებენ. როცა 27 ქვეყნის წარმომადგენელი მიმართავს საქართველოს, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს ჩვენი პარტნიორების დაკვეთა, თუ გვინდა ევროპა უნდა ვისწავლოთ ევროპული მოქცევა, როცა 27 ქვეყანა ითხოვს, რომ არ მოვკლათ სააკაშვილი, არ უნდა მოვკლათ. ჩვენც უნდა ვხვდებოდეთ, რომ არ უნდა მოვკლათ მესამე პრეზიდენტი იმისთვის, რომ რუსეთს ვასიამოვნოთ,” – განაცხადა მანჯგალაძემ.
კომენტარები