შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი “2020NEWS“-თან აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ფულს მნიშვნელოვანი დატვირთვა ექნება.
“ქართული ოცნების“ გუნდი კატასტროფული სისწრაფით უფსკრულში მიექანება. შესაძლოა, მმართველმა პარტიამ არჩევნებამდე ცვლილებების ილუზია შექმნას, მაგრამ აღნიშნული დიდ შედეგს ვერ მოიტანს. “ქართულ ოცნებას“ ყველაზე დიდი საგანძური რაც დარჩა, ეს ბიძინა ივანიშვილის ფულია.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის ფულს სერიოზული ფაქტორი ექნება. “ქართული ოცნებისთვის“ მთავარი ამოცანა იქნება ამომრჩევლის მოსყიდვა ეფექტურად მოახერხონ, რაც მე არ მინდა“
კომენტარები