პოლიტოლოგი, თორნიკე შარაშენიძე:
“მესის ის მომწონს რომ მას ყველა ისე უყურებს როგორც ადამიანს.
მარადონა გააღმერთეს და შესაბამისად მრევლის გარდა მოძულეებიც გამოუჩნდა.
(ქართულ პოლიტიკასთან ვინმე თუ გაავლებს პარალელს, მე არაფერ შუაში ვარ).
ამასწინათ მარადონაზე დავწერე სვეტი popsport-ზე. ჯერ მე მლანძღეს ფანებმა, მერე ერთმანეთი ლანძღეს.
მესი ალბათ არ იმსახურებდა მეშვიდე ოქროს ბურთს, მაგრამ ფანებს ამის გამო არ დაუქცევიათ ქვეყანა.
გაუმარჯოს უბრალო ადამიანებს რა…”
კომენტარები