ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია:
,,ქართული აბრევიატურა ,,ლგბტ” არ შეიძლება წაკითხულ იქნას როგორც “ელჯიბიტი”;
წესია: ქართულში როგორც იწერება, ისევე იკითხება და პირიქით.
ქართულ ენაში არ არსებობს ბგერები: ელ; ჯი, ბი, ტი და ა.შ.
გამოსავალი: ზემოხსენებუილი ჯგუფის აღსანიშნავად შეიძლება იყოს გამოყენებული აბრევიატურა “ლეგბიტები” {მრ. რიცხვის ფორმით იმდენად, რამდენადაც შემადგენელი კომპონენტი არის ოთხი, ანუ – ბევრი.}
~ ამ კონტექსტში სიტყვა “თემის” გამოყენება სრულიად უადგილოა.
~ნებისმიერ კონტექსტში “ლეგბიტები” სინტაქსურად სრულიად ადვილად ჯდება.
~ სასურველია, ეს რეკომენდაცია დაინტერესებულმა პირებმა, განსაკუთრებით კი – ჟურნალისტებმა, გაიზიარონ და გამოიყენონ.”
კომენტარები