სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი მუხიგულაშვილი:
ქართული ბიზნესი პირად საუბრებში მოთქვამს, პატრონი მომე@@ნა, ხელფასების დასარიგებელი ფულიც არ მექნება მალეო და ვფიქრობ, განგაშს ატეხს ახლა, გადავხედავ საინფორმაციოებს და ჩუმადაა.
თუ ჩუმადაა, ესე იგი, ჯერ ჰყავს პატრონი და არ მაე@@ნა ბოლომდე. აბა, თუ ბიზნესი გაგიბახა ხელისუფლებამ, რა ჯანდაბა გაჩუმებს?
ჯერ წინა ხელისუფლების დროს ხომ გულის არევამდე ჭამეს, მერე ამ ხელისუფლების „კრიშაზე“ გადაბარგდნენ და აქ ჭამეს, კონკურენცია ამათ არ იციან რა სირაქლემაა და ქართულ პროდუქტს ეგენი პატივს არ სცემენ. აბა, „კრიშა“ რა ჯანდაბად გინდა პატიოსან ბიზნესს? თუ შენი წამალი მართლა არჩენს, თუ საგადასახადო ვერაფერს გიპოვის, თუ კონკურენტუნარიანი ხარ, თუ კანონს არ არღვევ, თუ შენი პროდუქტი საჭმელად ვარგისია, თუ პატიოსნად აშენებ – რა ჯანდაბად გინდა „კრიშა“? და თუ „კრიშა“ გყავს, ესე იგი გჭირდება, ესე იგი, გკიდია დასაქმებულის უფლებები, გკიდია მომსახურება, გკიდია ხარისხი და კონკურენცია, რადგან რაც უნდა დააშავო, ფეხებს ვერავინ მოგჭამს, „კრიშა“ გყავს.
ხოდა, ხელფასების დასარიგებელი ფული შენ მაგრად გკიდია, შენ რომ გდომოდა უკეთესი ქვეყანა, იმდენს არ გადაუხდიდი დასაქმებულს, რომ მხოლოდ ჭამაზე ეყოს, ისიც კუჭის ამოსაძღომად, ჯანსაღ კვებაზე ეგ ხელფასი ვერ ეყოფა. ხელფასების დარიგება თუ გადარდებს, ახლა თუ გიჭირს, კარგად როცა იყავი, როცა არ გიჭირდა, რა ქენი, ხელი გაშალე და პრემიები დაარიგე? ხელფასები დაარიგე? მე–13 ხელფასები დარიცხე? მაშინ, როცა ფულს ვერ ითვლიდი, თუ ხელფასები არ გაზარდე, ახლა როცა შემოგაკლდა, ახლა წუწუნებ დარიგებაზე?
ბიზნესო, შენი დიდი ბრალია, რაც ახლა ქვეყანას სჭირს, რადგან შენ განვითარებაზე, ხალხზე კი არა, „კრიშაზე“ იზრუნე, უმწვანე ყველა სი@ლევე, ფული ხვეტე და ხალხი კაპიკებზე ამუშავე და ზუსტად იცოდი, რომ ადამიანი, რომელიც მხოლოდ საჭმლის ფულად მუშაობს, რთულია ქუჩაში გაიყვანო.
ხოდა, ქართული ბიზნესი, კი ხარ ღირსი, გაკოტრდე, განულდე, შენ გადაიტვირთო, თუ გადაიტვირთო და მართლა ევროპული სტილით ბიზნესის კეთება დავიწყოთ საქართველოშიც, კონკურენტუნარიანი, ადამიანზე მორგებული ბიზნესით, ხალხმა რა დააშავა და ქვეყანამ, თორემ, შენ ღირსი ხარ, ბოლო თეთრებით ირანში და ჩრდილოეთ კორეაში იპარებოდე და არც იქ გიშვებდნენ.
ვფიქრობ, ქართულ ბიზნესს რუსეთის და ევროპის ერთნაირად ეშინია, რუსეთში გაკოტრების ეშინია და ევროპაში დასაქმებულების უფლებების. თან, იქნება, ემანდ და არ გაკოტრდეს რუსეთში? აგერ, მამა–მარჩენალმა ის თავისი ფული იმ რუსეთს იშოვა, და იქნებ კი არ კოტრდება და მდიდრდება? მერე შვილი ახსენდება, რომელსაც უცხოეთში უნდა სწავლა, მერე სანქციები ახსენდება, და როგორი პრო@ობაა სანქცირებული ბიზნესი, ეგაც იცის, მაგრამ მერე დასაქმებულების უფლებები? მერე ეს „კრიშა“? მერე ხელფასები და დაზღვევა? საათობრივი ანაზღაურება? ემანდ და მართლა რომ მიგვიღონ ევროკავშირში, ხომ მეეხნა უკანონოდ ნაშოვნი ფულის მუთაქა? და კანონიერად შოვნას ხომ ტვინი უნდა შეახნას და სინდისი და შეახნავდა, მაგრამ აქვს, რო?
ახლა, დღეს რომ სდუმს, იმ ბიზნესს ტვინი და სინდისი, აქვს?
კომენტარები