„გირჩი“ განცხადებას ავრცელებს:
„ხვალ, 26 ოქტომბერს, 14:00-ზე პარლამენტში განიხილება ჩვენი ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს ქართული კანონებიდან სიტყვა “გენდერის” ამოღებას.
რატომ ვითხოვთ ამ ცვლილებას?
“ქართულმა ოცნებამ” უამრავი კანონი მიიღო, სადაც სიტყვა “გენდერია” გამოყენებული, თუმცა, ამ სიტყვის უკან, პრაქტიკაში, სქესი იგულისხმება. არადა, გენდერი და სქესი სხვადასხვა რამაა: სქესი ბიოლოგიური მოცემულობაა, ხოლო გენდერი – ადამიანის წარმოდგენა საკუთარ თავზე. სქესი ორი არსებობს, გენდერი კი – 107.
ჩვენი ინიციატივა იმ თვალთმაქცობის გამოსწორებას ისახავს მიზნად, რაც ქართულ კანონმდებლობაშია.
აღარ მოვიტყუოთ, და სადაც ქალსა და მამაკაცზე ვსაუბრობთ, გენდერი საერთოდ არ ვახსენოთ.“
კომენტარები