მმართველი გუნდის თავმჯდომარე, რუსეთის ფედერაციიდან, საქართველოში ჩამოსვლის მსურველთა შესახებ ინფორმაციას ეხმაურება და ამბობს, რომ კერძო ბიზნესის მხრიდან, რამე ტიპის პირობის წამოყენება რუსეთის მოქალაქისთვის, ან მათთვის მომსხურებაზე უარის თქმა დისკრიმინაციაა, იგი ამბობს, რომ უვიზო რეჟიმი წინა ხელისუფლების შემოღებულია და ოცნებას ის არ შეუცვლია და ახლა სწორედ ეს უვიზო რეჟიმის პირობები უნდა დაიცვას სახელმწიფომ. მისი თქმით, სამართალდამცველებმა უნდა დაიცვან რუსეთის მოქალაქეები საქართველოს მოქალაქეებისგან და ქართული ბიზნესისგან – რადგან ეს დისკრიმინაციად იქნება აღქმული და აპირებს, დისკრიმინაციის კანონი გაამკაცროს.
ირაკლი კობახიძე:
“ეთნიკური ნიშნით ადამიანების დისკრიმინაცია არის გაუგონარი მოვლენა ცივილიზებული სამყაროსთვის, ამგვარი მიდგომით ჩვენ ვერ გავხდებით ევროკავშირის წევრი, გარდა ამისა, ეს არ არის ქართული კულტურის ნაწილი. ლოგიკურია რომ დისკრიმინალციული კამპანიის ავტორები ის ადამიანები არიან, რომლებიც გამსჭვალული არიან ქართული კულტურის ზიზღით და მათი კამპანიის მიმართ კონკრეტული ანტისახელმწიფოებრივი მიზნებია. ამჟამად უკვე ფიქსირდება შემთხვვები, როცა კერძო კომპანიები რუს მოქალაქეებს უარს ეუბნებიან და ან დისკრიმინაციულ დათქმებს უწესებენ. არის სერიოზული საფრთხე, ამგვარმა მიდგომა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდოს.
მოვუწოდებ სამართლადამცველებს, ყოველგვარი ფიზიკური დაპირისპირებისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების პრევენციისა და აღკვეთისათვის მიიღონ ყველა ზომა. ამგვარი ქმედების ყველა ჩამდენი კანონის ყველა სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.
საქართველოში უცხო ქვეყნის ჭარბი რაოდენობით შემოსვლის ყველა შესაძლო რიკს. სრულად დააზღვევს საქართველოს ხელისუფლება.
რუსეთში ცხოვრობს 800 ათასამდე ქართველი, ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს ათი ათასობით ქართველი, რომელთა დიდი ნაწილი საქართველოს მოქალაქეა. დისკრიმინაციური მიდგომა საქართველოში მყოფი რუსი მოქალაქეების მიმართ, ასი ათასობით საქართველოს მოქალაქეს უქმნის საფრთხეს. თუმცა, კამპანიის ავტორები ამ ფაქტსაც არაფრად აგდებენ.
საქართველოს პარლამენტმა დაიწყო მუშაობა კანონპროექტის გამკაცრებაზე, რომელიც ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების წინააღმდეგ იქნება მიმართული. დისკრიმინაციული მიდგომა რუსი მოქალაქეების წინააღმდეგ, ენმ-ის მიერ განიხილება როგორც ბოლო შანსი, საქართველო ჩათრეული იყოს სამხედრო დაპირისპირებაში, რასაც არ დავუშვებთ.
საქართველო ღიაა ნებისმიერი ადამიანისათვის, ნებისმიერი ეთნიკური ჯგუფისთვის და პასუხისმგებელია მათი უსაფრთხოების დაცვაზე.
რუსეთთან გვაქვს უვიზო რეჟიმი, რომელიც წინა ხელისუფლებამ დაადგინა და ჩვენ არ შეგვიცვლია, ამ რეჟიმის ფარგლებში, ჩვენ ვიქნებით პასუხისმგებლები, არ მოხდეს დისკრიმინაცია. ”
“ჯერ არ ჩამოსულა და “სჩიტაეტ” რომ რუსული ენა – სახელმწიფო ენად უნდა მივიღოთ” – ფოტო
საქართველოს ბანკი რუსეთის მოქალაქეებს ანგარიშს გაუხსნის, თუ ხელს ამ დოკუმენტზე მოაწერენ – ფოტო
თიბისი ბანკმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ანგარიშის გახსნაზე უარი თქვა
კომენტარები