ლუდის ინდუსტრიიდან მედიაში გაშუქებული სიახლეების მიხედვით
კვლავინდებურად სს “ქართული ლუდის კომპანია” ლიდერობს. COVID-19-ის
პანდემიის პირობებშიც კი კომპანიას მომხმარებელზე ზრუნვა არ შეუწყვეტია და
რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ ბაზარზე ლუდი “აია” დააბრუნა.
“აიფიემ მარკეტ ინტელიჯენს კაუკასუსის“ ლუდის ბაზრის მედია სტატისტიკის
მიხედვით, ლუდის ინდუსტრიის მედია აქტივობების 52% “ქართული ლუდის
კომპანიაზე“ მოდის, მისი მედია აქტივობის წილი 33% იყო 2019 წელს.
როგორც “აიფიემში” განმარტავენ, ტრადიციულად, ზაფხულში ლუდის ინდუსტრია სიახლეებით მრავალფეროვანია და ეს მედიასაშუალებებშიც თვალსაჩინოა. “ლუდის ბაზრის 2020 წლის სიახლეებიდან, აღსანიშნავია ის, რომ ლუდი „აია“, რომელიც ლუდის პირველი ბრენდია, დაბრუნდა ქართულ ბაზარზე. დღეს “აიას” ბრენდის მფლობელი სს “ქართული ლუდის კომპანიაა”. კომპანიის ქოლგის ქვეშ, ბევრი ცნობილი ლუდის ბრენდია და ამიერიდან მათ ჩამონათვალს “აიაც” დაემატა”, აცხადებენ “აიფიემში”.
საგულისხმო ფაქტია ისიც, რომ ბოლო წლებში ინდუსტრიაში მედია აქტივობის
რეიტინგის ლიდერი არ იცვლება.
წლის მეორე კვარტლიდან ლუდის სეზონის განმავლობაში, ინდუსტრიას, მედია
აქტივობის თვალსაზრისით, სათავეში უდგას „ქართული ლუდის კომპანია“.
“ის, რომ მედია გაშუქების მხრივ ლიდერები ვართ ამას ჩვენი 24 საათიანი მუშაობა განაპირობებს. COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების დროსაც კი კომპანიას და მის მენეჯმენტს სიახლეებზე მუშაობა არ შეუჩერებია. სწორედ ამის შედეგია ის, რომ “ქართული ლუდის კომპანია” მედია აქტივობების ლიდერია. ჩვენ კარგად გვესმოდა, რომ კარანტინი და შეზღუდვები ადრე თუ გვიან დასრულდებოდა და ჩვენ ლოიალური მომხმარებელს ვერ გავაწბილებდით, რომელიც ჩვენგან სიახლეებს მუდმივად ელის. COVID-19-ის პირობებში როდესაც მსოფლიოში ლუდის ბაზარი მცირდება, ჩვენ მაინც შევეცადეთ სიახლეები შეგვექმნა და ეს წარმატებით განვახორციელეთ”, – აცხადებს “ქართული ლუდის კომპანიის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხათუნა მიქაცაძე.
როგორც „აიფიემში“ განმარტავენ, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით
ტენდენცია არ იცვლება ლიდერ კომპანიებს შორის, ზოგადი მახასიათებელი, რაც პანდემიამ გამოიწვია, ამ კომპანიების მედია აქტივობის, 2-3-ჯერ შემცირებაა. გარდა ამისა, გაცილებით მწირია ლუდის ბრენდების ჩამონათვალი, ლუდის ინდუსტრიაში მოთამაშე კომპანიების მედია აქტივობებს შორის. ორი ლიდერი კომპანიის სენტიმენტალური პროფილი, პოზიტიური გამოვლინებების პროცენტულ წილზე მიუთითებს. ნეგატიური გამოვლინება კომპანიების შემთხვევაში არ ფიქსირდება.
კვლევა აჩვენებს, რომ “ქართული ლუდის კომპანიის” პოზიტიური მაჩვენებელი
84%-ია და ის ამ მიმართულებითაც კი აბსოლიტური ლიდერია. თავის მხრივ კი
სეზონის პოზიტივი ეხება მთავრობის, ინფექციონისტების ვიზიტებს კომპანიის
საწარმოში. მედიის ცნობით, საწარმომ ინფექციონისტების მადლობაც
კი დაიმსახურა, იმ უსაფრთხოების ნორმებისა და სტანდარტებისათვის, რომელსაც კომპანია იცავს.
(R)
კომენტარები