„ქართული მარში“ სოფელ გუმათში ჩავიდა.
სანდრო ბრეგაძე:
ქვეყანას სჭირდება ენერგოდამოუკიდებლობა, მაგრამ არა ისე, რომ აუნაზღაურებელი ზიანი მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ. ამიტომ თუ საჭიროება არის და ამის აუცილებლობაა, უნდა ახსნას ეს ხელისუფლებამ და თუ არ არის ამის აუცილებლობა „ენკა“ უნდა წავიდეს. ვდგავართ იმ პროტესტის დასტურად, რასაც ახორციელებს ხალხი, ჩვენი პასუხის გამოსახატავად. ამოვედით აქ, რომ გავიზიაროთ ის სვე-ბედი, რაც აქვთ აქ ადამიანებს და მერე როგორც განვითარდება მოვლენები, ჩვენი მოქმედებებიც ისეთი იქნება.
შეგახსენებთ, გუმათისკენ მიდის დომენიკ მანგოც, მხარდამჭერებთან ერთად.
ვარლამ გოლეთიანმა კი საგანგებო განცხადება გააკეთა და თქვა, რო დღევანდელ აქციას ემიჯნება.
კომენტარები