გამოცემა “აქცენტნიუსი” ინტერნეტ-გამოცემა «Абхазский портал» დაყრდნობით, წერს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლი დააკავეს და მას არარეგისტრირებული იარაღის უკანონო შენახვას ედავებიან, თუმცა “საგამოძიებო უწყებები” სხვა ვერსიებზეც მუშაობენ.
გამოცემა «Абхазский портал» ხსენებულ დაკავებას დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ორი დღის წინანდელ განცხადებას უკავშირებს “საქართველოს მხრიდან მომავალი შესაძლო ტერორისტული საფრთხის” შესახებ. დე ფაქტო უწყებამ მაშინ აფხაზეთის მოსახლეობას “სიმშვიდისა და სიფხიზლის შენარჩუნებისკენ” მოუწოდა და სთხოვა, “არ აჰყვეს შესაძლო პროვოკაციებს”.
გასულ კვირას “ქართული ოცნების” სადეპუტატო კორპუსიდან “გამოყოფილი” ე.წ. “ხალხის ძალის” წევრმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა საპარლამენტო ოპოზიცია “საქართველოში დესტაბილიზაციის გამოსაწვევად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით მძიმე პროვოკაციის მზადებაში” დაადანაშაულა.
გუშინ ცნობილი გახდა გამნაღმველების მიერ სოხუმის რიგი სკოლების შემოწმების თაობაზე.
მანამდე აფხაზურ ტელეგრამ-არხებში უცნობი ქალის აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომლის თანახმად, “აფხაზეთის უშიშროების ორგანოებს მიღებული აქვთ ინფორმაცია ქართული მხარის მიერ მსხვილი ტერაქტის მზადების შესახებ”.
ოფიციალური თბილისი დე ფაქტო უშიშროების განცხადებას ამ დრომდე არ გამოჰხმაურებია.
წყარო – აქცენტნიუსი
კომენტარები