თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორი სალომე ხვადაგიანი:
“ჩემი დაკვირვებით, ქართული ოცნება კარგად იყენებს ჩ.მ.წ. (ჩემს მიერ წოდებული) დაქირავებულ ბებოს (ან ბაბუს).
რა ევალება ჩ.მ.წ დაქირავებულ ბებოს?
მაგალითად, ავტობუსით მგზავრობა. და კარგად გადაჭედვას რომ შეატყობს ავტობუსს, რომელიმე მგზავრის ამორჩევა და წინასწარ გამზადებული მონოლოგის წაკითხვა. ცხადია, ხმამაღლა, ყველამ რომ გაიგოს.
ავტობუსით ხშირად ვმგზავრობ. რაღაც პერიოდი გააქტიურებენ ხოლმე ასეთ ხალხს. ხან მიძინებულია.
გზავნილებიც იცვლება.
ბოლო პერიოდში ასეა შეცვლილი – ესეთი ბებო ან ბაბუ ხმამაღლა საუბარს იწყებს კრიტიკით. ოღონდ, მცირედი კრიტიკაა, მაგალითად ზებრა გადასასვლელის გადაცლას აპროტესტებს ან ავტობუსის გაჩერების მონჯღრეულ სკამს.
მაგრამ კრიტიკაა მაინც, ამიტომ ის ის არის რომ დადებითად განეწყობი და თავს დაუქნევ აბა, აბა, რა გახდა ეს ერთი ზებრა და ერთი სკამიო, მოგიბრუნდება და გეტყვის, კი შვილო, მაგრამ ისევ ეს კალაძე მირჩევნია, ხო იცი ხელფასს არ იღებსო, აბა ნაცებიიიი… და მერე სისხლზე მიდის საუბარი.
ასე პირდაპირაც ვერ იტყვი, რომ შემოგზავნილია. კრიტიკას ხომ ურევს.
დღეს ვერის ბაღში ვიჯექი, დრო გამყავდა სანამ სტამბაში გადავიდოდი შეხვედრაზე, და ჩემს გვერდით მსხდომ ბაბუებს მოუახლოვდა ვიღაც სხვა, შემთხვევითი გამვლელი ბაბუ.
ჯერ ახალგაზრდობა გაიხსენა, მერე ცოტა დღევანდელები გაგვაკრიტიკა, სხვები აიყოლია, მერე მარიტას გადასწვდა, საცოდავ ბავშვს რა დაემართაო.
ხომ არაფერი? ხომ ყველაფერი ჩვეულებრივადაა. მაგრამ უცებ აგრძელებს, რომ თურმე იტალიურმა კომპანიამ გააკეთა ეს შადრევანი და კი აქვს თვითონ კითხვები რა მოხდა და როგორ, რამე რეციდივი ხომ არაა, მაგრამ აი კალაძესთან რა უნდათ?
წამოვედი. თან მესმოდა უკვე ექსპერტიზის დასკვნაზე რომ საუბრობდა. სხვა ბაბუები უსმენდნენ.
პირველად ასეთ “შემთხვევით” გამვლელებს წავაწყდი მხატვრების საქმეზე რომ ვმუშაობდით. მხატვრებს შევხვდით პირველ დღეს მშრალი ხიდის და დედაენის ბაღის მიდამოებში. მეორე დღეს რომ მივედით ვიღაც შუახნის კაცი დაგვყვებოდა და ვისთანაც მივდიოდით მერე იმას გაუვლიდა და ისე არსაიდან ვითომ არაფერი უყვებოდა თეა როგორი მინისტრია და ეგეთი საქმეები აქციებით და ჩივილით კი არ უნდა მოგვარდეს, არამედ ისე, დაელაპარაკონ, წერილი მისწერონ თეას.
შესანიშნავად აწყობილი სქემა აქვთ.
თან დამტკიცებაც არ არის მარტივი. მხოლოდ ეჭვი თუ გექნება, ასე, ჩემსავით.”
კომენტარები