საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის საკანონმდებლო წინადადებაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა:
„ვინ უნდა იყოს გარიგებული, რა რომან გოცირიძე?! არ ვიცი, გამრუდებული აზროვნების შედეგად, თუ ვინმეს რაღაც კლიშეს მიაწებებენ. პირადად მე, ან ჩემს პარტიას რა აქვს გასარიგებელი რომან გოცირიძესთან ან ხატია დეკანოიძესთან, ან კიდევ ვინმე სხვასთან?! უამრავჯერ დააყენეს ეს საკითხი. ამ ადამიანებმა სრულიად ნათლად და ცხადად დააფიქსირეს პოზიცია, რომ ემიჯნებოდნენ თუ გადიოდნენ „ნაციონალური მოძრაობიდან“. პარტიიდან რომ გავიდნენ, ესეც ჩვენთან შეთანხმებით მოხდა, თუ როგორ არის?!“
კომენტარები