ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, მაგისტრის და დოქტორის ხარისხი მქონე, ეროვნული ჯილდოს მფლობელი, როლანდ შავაძე გაათავისუფლა. როლანდ შავაძე თვლის, რომ გათავისუფლებას პოლიტიკური მიზეზი აქვს,.
დღეს, “ძლიერი საქართველოს” ლიდერების, როლანდ შავაძის და გენო თებიძის, ბრიფინგისას, როლან შავაძემ, თქვა:
“გამომდინარე იქიდან, რომ მე რუსული კანონის წინააღმდეგ აქტიურად ვიყავი ჩართული საპროტესტო აქციებში, “ქართული ოცნების” დაკვეთით, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აღარ გამიგრძელა შრომითი ხელშეკრულება. ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დასჯა დასრულდება 26 ოქტომბერს!”
კომენტარები