მერობის კანდიდატი დუშეთის მუნიციპალიტეტში, ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების: ჩუბინიაანთკარის, ჩირდილელიაანთკარის, გრიგოლაანთკარის, მლაშეს, პირმისაანის, ვარსიმაანის, რადიოსადგურისა და ბაზალეთის დევნილთა ჩასახლების მოსახლეობას შეხვდა.
„ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით აქ სხვადასხვა პროექტები განხორციელდა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ სოფლებს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა და მოსახლეობა სოციალური შეღავათებით სარგებლობს.
არის გარკვეული პრობლემებიც. მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნაა გაზიფიცირება. სეზონზე ბაღების მორწყვასთან დაკავშირებით სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდებათ, ამიტომ, ითხოვენ ინდივიდუალურ გამრიცხველიანებასაც.
ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, მთავრობის მხარდაჭერით და მოსახლეობის გვერდში დგომით ყველა პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება“- შეხვედრაზე განაცხადა მანანა ნარიმანიძემ.
ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის პრეს სამსახური ავრცელებს.
კომენტარები