„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან დღეს 12 წელი გავიდა. 2012 წლის პირველ ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით მოსახლეობის ხმების 54.97% მოიპოვა და იმჟამინდელი მმართველი პარტია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ 12 წლის წინ ჩატარებული არჩევნები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში იყო პირველი შემთხვევა, როცა მმართველი პარტია დამარცხდა.
კომენტარები