წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ ვანის მერობის კანდიდატი, ალექსანდრე გოგორიშვილი დღეს ციხესულორსა და მუქედში ადგილობრივ მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, შოთა გიორგაძესთან ერთად შეხვდა.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ციხესულორსა და მუქედში მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. სოფელ ციხესულორში სრულად რეაბილიტირდა საბავშო ბაღის შენობა, აღდგა 5 სხვა და სხვა შიდა საუბნო, საავტომობილო გზა, ასევე რეაბილიტირდა ციხესულორის არასრული საჯარო სკოლის შენობა.
სოფელ მუქედში, მინაშვილების საუბნო გზაზე დაიგო ასფალტის საფარი, საჯარო სკოლის შენობაში კი მოხდა სველი წერტილების მოწყობა.
ჩვენი გუნდი აქტიურ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, მუქედსა და ციხესულორში, მოსახლეობაში არსებული პრობლემების გადასაჭრელად.” – თქვა მან შეხვედრისას
კომენტარები