ქართული ოცნების ჩოხატაურის მერობის კანდიდატი, დავით შარაშიძე საჭამიასერის, ზემოხეთის და ქვემოხეთის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მან განაცხადა:
მოვისმინე ის პრობლემები, რაც მათ აწუხებთ და რომელთა გადაჭრა უმოკლეს დროში აუცილებელია.
არაერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდება საჭამიასერისა და ზემოხეთის ადმინისტარციულ ერთეულებში და ყველა ჩვენი გადაწყვეტილება მოსახლეობის ინტერესის გათვალისწინებით იქნება მიღებული.
მოვისმინეთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს საჭამიასერში მშენებარე საბავშვო ბაღისთვის, სოფლებში ბეტონის მონაკვეთების მოწყობისთვის, არაერთი სოციალური პროგრამისთვის. მხოლოდ ამ სოფელში გეოლოგიურად არამდგრად და მეწყერულ ზონაში მცხოვრები 20 ოჯახისთვის, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, შეძენილი იქნა საცხოვრებელი სახლები.
ამომრჩევლებს წარვუდგინე ახალგაზრდა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაურ ზარბაზოია, რომელსაც ამომრჩეველთა დიდი მხარდაჭერა აქვს და ჩვენს გუნდთან ერთად გადაჭრის პრობლემებს, რაც მის სამაჟორიტარო ოლქში იქნება.
ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ! #განვითარებაყველარეგიონს
კომენტარები