„ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატმა, ავთანდილ თალაკვაძემ, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ახალგაზრდებს სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში პროგრამა წარუდგინა და სამომავლო გეგმები გააცნო.
“ ახალგაზრდებს წარვუდგინე ჩვენი პროგრამა სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში. სპორტი გახდება ხელმისაწვდომი კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის; ვგეგმავთ სპორტული მოედნების და კლუბების რეაბილიტაციას; მწვრთნელებს ექნებათ მეტი მხარდაჭერა მუნიციპალიტეტის მხრიდან; მოეწყობა ახალი სარეკრეაციო სივრცეები; მოხდება ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია;
ახალგაზრდებს დავეხმარებით ინოვაციური სტარტაპ პროექტების განხორციელებაში. ახალი თაობა უფრო მეტად იქნება ჩართული ადგილობრივი მმართველობის პროცესში“, – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.
შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე და „ქართული ოცნების“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კომენტარები