საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის ხვიჩა მღებრიშვილის უკანონო პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით საკითხს „სტრატეგია აღმაშენებლის“ სპიკერი თეონა აქუბარდია ეხმაურება. თეონა აქუბარდიას თქმით, აღნიშნული ქმედება რუსეთის მხრიდან აგრესიული პოლიტიკის კიდევ ერთი გამოვლინებაა და საქართველომ ოკუპანტ ქვეყანას მაღალი პოლიტიკური ფასი უნდა გადაახდევინოს. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, რათა აღნიშნულ საქმეში აქტიურად ჩაერთონ და დაუყოვნებლივ მოხდეს საქართველოს მოქალაქეების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება.
„რუსეთის საკუპაციო რეჟიმის მიერ ჩვენი მოქალაქის ხვიჩა მღებრიშვილისთვის სრულიად აბსურდული ბრალდებით პატიმრობის მისჯა კიდევ ეთი გამოვლინებაა იმისა, თუ როგორ უპრისპირდება რუსეთი საქართველოს და მისი ხალხის ინტერესებს. სამწუხაროდ დღემდე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება ზაზა გახელაძეც, რომელსაც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ჯერ ესროლეს, დაჭრეს და შემდეგ გაიტაცეს ჩვენს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან.
„სრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკანონოდ დაპატიმრებული ჩვენი მოქალაქეები. ასევე მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას აქტურად ჩაერთონ მათი გათავისუფლების საქმეში.
მიგვაჩნია, რომ საქართველომ რუსეთს უნდა გადაახდევინოს მაღალი პოლიტიკური ფასი მცოცავი ოკუპაციისთვის და მწვავე ჰუმანიტარული კრიზისის შექმნისთვის.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკამ რუსეთთან დაკავშირებით სრული ფიასკო განიცადა. მეტიც, სამწუხაროდ საქართველოს დღეს არ გააჩნია არც განახლებული ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია და არც საფრთხების შეფასების დოკუმენტი მომატებულ საფრთხეებთან და რუსეთის ჰიბრიდულ ომთან დასაპირისპირებლად.
იმისთვის, რომ საქართველომ უზრუნველყოს ეროვნული ინტერესები და დაიცვას საკუთარი ხალხი რუსული აგრესიისგან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შეიქმნას განახლებული უსაფრთხოების სტრატეგია და ჩვენ, „ სტრატეგია აღმაშენებელი“ 31 ოქტომბრის შემდეგ ეროვნული თანხმობის საფუძველზე ყველაფრეს გავაკეთებთ ამის შესაქმნელად“ – თეონა აქუბარდია
კომენტარები