ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რევაზ სოხაძე ვარკეთილის მასივში მოსახლეობას შეხვდა.
მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან იმ ძირითად პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს, რომლებიც, მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, მათ მიერ წამოჭრილი პრობლემური საკითხების გადაჭრას ემსახურება.
ვარკეთილის მასივში გასულ წლებში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. მწვავე პრობლემად რჩება ავარიული კორპუსებისა და ე.წ. „ხრუშოვკების“ ახლით ჩანაცვლების საკითხი.
მერიამ უკვე შეიმუშავა სპეციალური გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს ვარკეთილის მე-3 მასივის ტერიტორიაზე მწვავედ ავარიული კორპუსების ეტაპობრივად ჩანაცვლებას.
კომენტარები