,,ქართული ოცნების” ჭიათურის მერობის კანდიდატი, სოფელ ხრეითის მოსახლეობას შეხვდა.
“ჩემი მერად ყოფნის პერიოდში ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკვე გადადგა პირველი ნაბიჯები ჭიათურა-ამბროლაურის გზის მშენებლობის მიზნით. აღნიშნული პროექტი სოფელ ხრეითზე გადის. გზის მშენებლობა დადებითად აისახება ხრეითის ყველა მცხოვრებელზე.
პარალელურად, „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ხრეითში მოეწყო ცენტრალური გზა, გაკეთდა არაერთი შიდა საუბნო გზა, აშენდა საზოგადოებრივი ცენტრი, სოფელმა მიიღო მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.
ჩვენ ხრეითის განვითარებას გავაგრძელებთ და ამ სოფელს ტურისტებისთვის მიმზიდველს გავხდით.” – განაცხადა გივი მოდებაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას.
კომენტარები