“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძი განცხადებით, მან ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრისას მათ ის ტექნოლოგიური სიურპრიზები გააცნო, რომელსაც “ქართული ოცნება” არჩევნების დღეს და მანამდე მიიღებს.
“სამი ძალიან დიდი დანაშაული, რომელიც მიუძღვის დამსხვრეული ოცნების პარტიას საქართველოს მიმართ არის: შიმშილი, რომელიც არის ქვეყანაში, კრიმინალი, რომელიც არის გამეფებული და უსაფრთხოდ ვერ ვგრძნობთ თავს და საგარეო ვექტორის, ჩვენი დასავლური ინტეგრაციის მოშლა და ჩამოშლა, აქედან გამომდინარე #1 ამოცანა არის მშვიდობიანად, არჩევნებით, შეიცვალოს ხელისუფლება, ოპოზიციის თანამშრომლობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომ არ გავაყალბებინოთ არჩევნები “ქართულ ოცნებას”. ისევე, როგორც ჩვენ ვაიძულეთ მათ და 8 მარტის შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ, ოპოზიციის კონსოლიდირებული პოზიციით, სწორედ ასეთივე თანამშრომლობითი მექანიზმი უნდა ჩამოვაყალიბებინოთ არჩევნების გაყალბების კუთხით. თუ ყველა ჩავერთვებით, შევძლებთ რომ დავიცვათ ხმები. მაქვს კიდევ რამდენიმე სიურპრიზი “ქართული ოცნებისთვის” გამზადებული, რომელსაც წინასწარ არ ვიტყვი, მაგრამ ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებს აუცილებლად გავუზიარებ. ეს არის ტექნოლოგიური სიურპრიზები, რომლებსაც ისინი აარჩევნების დღეს და არჩევნებამდე მიიღებენ, რათა მათ არჩევნების გაყალბება ვერ შეძლონ”, – გიორგი ვაშაძე
კომენტარები