უზბეკეთის კინემატოგრაფიის სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით დსთ-ს ქვეყნებისა და საქართველოს წამყვანმა კინოსტუდია “ქართულმა ფილმმა” გადაწყვიტეს გააერთიანონ შემოქმედებითი და კინოწარმოების რესურსები და ერთობლივი კინოსწარმოების ალიანსი შექმნეს.
შემოქმედებითი ალიანსის შესახებ გადაწყვეტილება დსთ-ს ქვეყნებისა და საქართველოს წარმომადგენლებმა დუშანბეში გამართული კინოსტუდიების დირექტორების საბჭოზე მიიღეს. ამ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ უზბეკეთის კინოცენტრი “უზბეკფილმი”, ბელარუსის კინოსტუდია “ბელარუსფილმი”, “ყაზახფილმი”, “სანკტ-პეტერბურგის დუკუმენტური ფილმების სტუდია, “ “მოლდოვის კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი”, ასევე “მოსფილმი”, “ლენფილმი”, “თურქმენფილმი” და სხვები.
ორგანიზაციის წევრები შეთანხმდნენ დსთ-ს ქვეყნებიდან და საქართველოდან ფილმების ოქროს კოლექციის შექმნაზე, რომლებიც მსოფლიო ენებზე იქნება დუბლირებული. ასევე განიხილეს ალიანსის მონაწილე ქვეყნების კინოსტუდიების საუკეთესო ნიმუშების მსოფლიო კინოსივრცეში პოპულარიზაციისა და გავრცელების საკითხები.
სხდომაზე ალიანსის ხელმძღვანელობა და გამგეობის წევრები აირჩიეს. კინოსტუდიების დირექტორებმა დსთ-ს ქვეყნებისა და საქართველოს კინოსტუდიების საერთაშორისო შემოქმედებითი ასოციაციის თავმჯდომარედ ერთსულოვანი გადაწყვეტილებით აირჩიეს უზბეკეთის კინემატოგრაფიის სააგენტოს გენერალური დირექტორი ფირდავს აბდუხალიკოვი. ასოციაციის დირექტორის მოადგილედ შემოქმედებით საკითხებში აირჩიეს „ბელარუსფილმის“ გენერალური დირექტორი ვ. კარაჩევსკი, ხოლო ეკონომიკურ საკითხებში მოადგილედ „ტოჯიკფილმის“ გენერალური დირექტორი მ.შოჰიონი.
კომენტარები