თითქმის ყველა ქართულ ოჯახს საცივის მომზადების საკუთარი რეცეპტი და ტრადიცია აქვს, ყველა ოჯახში ინახება ძველისძველი რეცეპტები.
ქათმის საცივის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
1 კგ ქათამი
1.5 ლიტრა ადუღებული წყალი
500 გრ თეთრი ნიგოზი
3-4 კბილი ნიორი
1 ჩ/კ ყვითელი ყვავილი
0.5 ჩ/კ წითელი წიწაკა
1 მოზრდილი თავი ხახვი
0.5 ჩ/კ ხმელი ქინძი
0.5 ჩ/კ უცხო სუნელი
კოვზის წვერით მიხაკი
კოვზის წვერით დარიჩინი
მარილი გემოვნებით
1 ს/კ ძმარი
ქათამი მოვხარშოთ 2 ცალ დაფნის ფოთოლთან ერთად. ამასობაში გავატაროთ ნიგოზი ორჯერ, მეორე გატარების დროს დავუმატოთ ნიორიც, ბოლოს დავუმატოთ ყვითელი ყვავილი და წიწაკა, კარგად გადავზილოთ ხელით, რომ წვენი გამოვადინოთ. დამუშავებულ ნიგოზს ვუმატებთ წინასწარ კარაქში (ან ნახარშის წვენში) მოშუშულ ხახვს, ხმელ ქინძს, უცხო სუნელს, მიხაკს, დარიჩინს, ცოტაოდენ (500 მლ ) ადუღებულ და გაგრილებულ წყალს და ვაბლენდერებთ ერთგვაროვნებამდე. ვდგამთ დაბალ ცეცხლზე ადუღებამდე, ერთი რომ წამოდუღდება ვალაგებთ ქათმის ნაჭრებს, კვლავ წამოვადუღებთ, ვამატებთ ძმარს და მზად არის.
კომენტარები