სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი-2”-ის გადაცემაში “ღამის კურიერი”, 24 მარტს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ქართული წარმოების პირბადეებს აანონსებდა და სტუდიაში ნიმუშის სახით ერთი პირბადე წარმოადგინა, რომელიც გადაცემის წამყვანმა იქვე მოირგო.
მას შემდეგ, რაც ქართული წარმოების პირბადეები გაყუიდვაში ჩაეშვა, მომხმარებლები მის მდარე ხარისხზე და სახეზე მორგების პრობლემებზე ალაპარაკდნენ. ~
“ღამის კურიერის” კადრებში აშკარად ჩანს, რომ დაანონსებული და გაყიდვაში ჩაშვებული პირბადეები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება.
“მგონი ეს ყველამ უნდა ნახოს: მინისტრი ასეთ პირბადეებს გვპირდებოდა 24 მარტს და დღეს რა შემოგვტენეს კი ვნახეთ.
უკეთესი რომ ვერ შეკერეს ერთია, მაგრამ მთავარი უბედურება მაინც ისაა, მინისტრი ასე ურცხვად რომ გვატყუებს…”, – წერს ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია და 24 მარტის “ღამის კურიერის” ფრაგმენტს აქვეყნებს.
კომენტარები