ანალიტიკოსი, ლელა ჯეჯელავა:
არ ვიცი მოსაყდრე და მისი ხმა , ანდრია ჯაღმაიძე, რას ფიქრობენ ქართულ ტაძრებშში რუსულად ლოცვის შესახებ, მაგრამ ვიცი რას ფიქრობდა ერთერთი ყველაზე ნათელი სვეტი ქართული ეკლესიისა გრიგოლ ხანძთელი და მისი მოწაფეები და მოწაფეთა მოწაფეები. ” ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, სადაც ჟამი ქართულითა ენით შეიწირვის და ლოცვაი აღესრულებისო” ეს არის პირველი ქართული გეოპოლიტიკური ფორმულა სიტყვაში გაცხადებული. ანუ საქართველოა ყველგან, სადაც ქართულად ლოცულობენო. ამიტომ არ შეიძლება ამ საკითხთან დაკავშირებით უპასუხისმგებლო განცხადებები და განმარტებები. მადლობა ღმერთს, რომ იმდენი ძალა არც პატრიარქს, არც მოსაყდრეს და არც სხვას შესწევს, რომ საუკუნეების წინ შექმნილი ეს ალგორითმი ქართული სახელმწიფოებრიობისა დაარღვიოს!
კომენტარები