სულ ტურბულენტობა გვაქვს თამბაქოს კანონთან დაკავშირებით. ერთის მხრივ, ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, თამბაქოს მოხმარების შემცირებისთვის ხელი შეგვეწყო და „ქართულმა ოცნებამ“ რომ დადო შედეგი თამბაქოსთან დაკავშირებით ამ ქვეყანაში, არავის დაუდია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. კითხვა თამბაქოს პროდუქტებზე აქციზის გადასახადის შემცირების შესახებ კანონპროექტს ეხებოდა.
„სულ მიდის ბიზნესის მხრიდან, ბიზნეს ასოციაციისა და თამბაქოს ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან გარკვეული საკითხების დაყენება, მათ შორის ბიზნეს ომბუდსმენთან და ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ბალანსი დავიცვათ. ერთის მხრივ, ბიზნესი არ დაზიანდეს და მეორეს მხრივ, რომ ადამიანის ჯანმრთელობის უფლება უპირატესი იყოს. ყოველთვის ამ კონტექსტის გათვალისწინებით ვიღებთ გადაწყვეტილებას. ერთადერთი მოტივაცია, რაც შეიძლება გვქონდეს, ეს არის ქართული ბიზნესის განვითარება და მეორე მხრივ, ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა“, – აღნიშნა მდინარაძემ.
კომენტარები