ქართველ მორაგბეს 2 თებერვალს ჩამოასვენებენ – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რაგბის ფედერაცია ავრცელებს. რაგბის კავშირმა დაღუპული ბექა ბურდიაშვილის ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
„ძვირფასო მეგობრებო, 26 იანვარს საფრანგეთში ავტოკატასტროფაში დაღუპულ ქართველ მორაგბეს, ბექა ბურდიაშვილს თბილისში ჩამოასვენებენ კვირას, 2 თებერვალს.
პანაშვიდები თბილისში გაიმართება მისამართზე: სამრეწველო დასახლება, პირველი ქუჩა, პირველი ჩიხი, ბინა 4.
სამშაბათს (4 თებერვალს) ბექა ბურდიაშვილს გადაასვენებენ კახეთში, სოფელ შილდაში. დაკრძალვა ხუთშაბათს, 6 თებერვალს 13 საათზე.
რაგბის კავშირი თანაუგრძნობს ბექას ოჯახს“ – წერია განცხადებაში.
კომენტარები