რუსთაველის გამზირზე ქართველ ხალხს უკრაინის რადას დეპუტატმა, ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარემ, დავით არახამიამ მიმართა:
“გამარჯობა,
საქართველო აუცილებლად იქნება ევროპაში!
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ადგილი ზუსტად რომ ევროპაშია.
სწორედ ევროპისთვისა და ევროპაში ადგილის დამკვიდრებისთვის იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, ჩემი წინაპრებიც.
უკრაინა და ჩემი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველო დიდ ევროპულ ოჯახს შეუერთდეს.
ძალიან საწყენია იმის გააზრება, რომ ქართველები ერთი ოლიგარქის ტყვეობაში მოექცნენ.
სხვათაშორის მისი ოჯახის წევრები ევროკავშირის ტერიტორიაზე ცხოვრობს. ქართველები კი შანსს კარგავენ და უნდა ელოდონ.
ვიმედოვნებ, რომ ქართველები თავიანთი მთავრობის ქმედებებს სწორად შეაფასებენ”
კომენტარები