დეკანოზი თამაზ ლომიძე:
,,გერმანელებს აქვთ ასეთი გამოთქმა: sachlich bleiben, რაც ნიშნავს: საუბრისას არ გასცდე მსჯელობის საგანს, არ მიედ-მოედო, არამედ ილაპარაკო საგნობრივად, მხოლოდ დასმულ, კონკრეტულ საკითხზე, საქმიანად და საგნობრივად (Sache ნიშნავს საგანს). ეს გამოთქმა ძალიან უყვართ გერმანელებს და პრინციპი “sachlich bleiben” ძირითადად მათი უცვლელი წესია საუბარშიც და ცხოვრებაშიც. ალბათ ესეც განაპირობებს მათ წარმატებას. რატომ ვახსენებთ ამას?
ჩვენთან თითქმის წესად გაიხადეს საპირისპირო: მაგალითად, პირდაპირ ეთერში ერთ, კონკრეტულ კითხვას უსვამს ჟურნალისტი მოწვეულ სტუმარს და პასუხად იწყება დაახლოებით ასე: “პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს, მხარდამჭერებს, ამას, იმას, … მადლობა მინდა ვუთხრა ამას და ამას,… ასევე სრულიად საქართველოს მინდა მივულოცო დღევანდელი დღესასწაული, იუბილე, ამის ხსენება, იმის ხსენება, (აქ მცირე სადღეგრძელოც ითქმება ხოლმე), შემდეგ კიდევ რაღაც ერთი-ორ გადახვევას გააკეთებს და უკვე რომ დაგღალა და ინტერესი დაგიკარგა მსმენელს ამ უსაგნო საუბრით, შეიძლება როგორმე გასცეს პასუხი დასმულ კითხვასაც. დასმულ საკითხთან შეუსაბამო ეს გადახვევები საქმეზე საუბრის დროს არის უკიდურესად დამღლელი და ხელის შემშლელი ყველაფერში. ქართველებმა უნდა ვისწევლოთ ყველაფერში “sachlich bleiben” ანუ მსჯელობის საგანთან დარჩენა. უნდა ვისწავლოთ ჯერ კითხვის ზუსტად მოსმენა, გააზრება თუ რა გვკითხეს და შემდეგ ზუსტი პასუხის გაცემა მხოლოდ დასმულ კითხვაზე, უნდა დავრჩეთ მსჯელობის საგანთან და ამ უსაგნო გადახვევებით არ დავუკარგოთ საუბარს და მსჯელობას აზრი.”
კომენტარები