“ნოვაია მასკვას” სოფელ მოსტოვსკოეში მდებარე საკუთარ სახლში, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი გია დიაკვნიშვილი, მეტსახელად “დლინნი”თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით იპოვეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, ტყვია საფეთქელში შევიდა და დიაკვნიშვილს თვალბუდე გაუხვრიტა. მას საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობენ.
ჩხრეკის დროს პოლიციამ საბრძოლოდ გადაკეთებული გაზის პისტოლეტი იპოვა.
გამოძიება ორ ვერსიას განიხილავს: მკვლელობის მცდელობას და თვითმკვლელობის მცდელობას.
როგორც რუსული მედია წერს, გია დიაკვნიშვილი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოსკოველი “კანონიერი ქურდია”. ასევე ის არის ქურდების საერთო ფონდის ე.წ. “ობჩიაკის” მფლობელი.
დიაკვნიშვილი ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის არსებულ დაპირისპირებაში ტარიელ ონიანის წინააღმდეგ გამოდიოდა.
კომენტარები