სენატის საგარეო კომიტეტზე გამართულ მოსმენაზე, სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა:
“ფაქტია, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ თქვა, რომ კანდიდატის სტატუსის მოპოვება მისი მთავარი ვალდებულება იყო, რომლის შესრულებასაც აპირებდა. ეს საქართველოს მთავრობამ უთხრა ქართულ საზოგადოებას, შეერთებულ შტატებს, ევროპულ საზოგადოებას და მისმა წევრებმა აშკარად უარყვეს ეს ვალდებულება. ვფიქრობ, ჩვენთვის მნიშვნელოანია ვიფიქროთ იმ ვარიანტებზე, რომელთა გამოყენებაც შეგვიძლია ვცადოთ იმისთვის, რომ ისინი ანგარიშვალდებულნი იყვნენ და ნათელი გავხადოთ მათთვის, რომ არსებობს შედეგები და ამ შედეგებიდან ზოგიერთი შეიძლება უკავშირდებოდეს დახმარების საკითხს, რომლის გასაწევადაც ჩვენ მზად ვართ. სრულად ვეთანხმები აზრს, რომ ამაში ქართველი ხალხი დამნაშავე არ არის. ეს მისი ხელისუფლებაა დამნაშავე, მაგრამ რაღაც ეტაპზე, რაღაც მომენტში, მათ მთავრობისგან მეტი ანგარიშვალდებულება უნდა მოითხოვონ“.
კომენტარები