უკრაინის რადას დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა:
„კვირის ბოლოს ევროკავშირის სამიტი გაიმართება. გთხოვთ, დაუჭირეთ მხარი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, გთხოვთ, დაუჭირეთ მხარი მოლდოვას, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატს. დიახ, საქართველოს ახლა პრობლემები აქვს, მაგრამ გთხოვთ, ნუ მისცემთ უფლებას, ქართველი ხალხი ერთი ოლიგარქის მძევალი იყოს.
მაშასადამე, ძვირფასო ძმებო, უნდა დაგიჭიროთ მხარი და ვთქვათ, რომ ქართველი ხალხი ევროპაში უნდა იყოს. მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც. შემდეგ, მომდევნო კვირაში, NATO-ს სამიტი გაიმართება. მივმართავ NATO-ს წევრ სახელმწიფოებს, გთხოვთ, მხარი დაუჭირეთ უკრაინას და საქართველოს და მოგვეცით გაწევრიანების სამოქმედო გეგმა“
კომენტარები