81 წლის ასაკში ქართველი მეცნიერი არნოლდ ეგეჭკორი გარდაიცვალა. როგორი იყო მისი ცხოვრებისა და უკანასკნელი დღეების შესახებ არნოლდ გეგეჭკორის შვილმა, ირინა გეგეჭკორმა ისაუბრა:
„უამრავ ფათერაკს გადაჰყრია, ყევლაზე შხამიანმა ბუზმა, ცეცემ, რამდენჯერმა უკბინა. ცნობილია, რომ ამ ბუზის ნაკბენი სასიკვდილოა, მაგრამ მამა გადარჩა. აფრიკაში, საფარაზე ყოფნისას მის კარავზე მთელი ღამე კატისებრთა ოჯახის მხეცებს იერიში მიჰქონდათ.
ხან ცხენმა გადააგდო ხევში, დათვისგან დატორილიც ყოფილა. მოკლედ, არაფერი დაჰკლებია. ხომ ძალიან განვიცდით, რომ 81 წლის ასაკში კორონავირუსისგან გარდაიცვალა, მაგრამ უფალს მადლობას ვეუბნები, რადგან შეიძლებოდა ხიფათიანი ცხოვრების განმავლობაში ბევრჯერ შექმნოდა ისეთი სიტუაცია, უგზოუკვლოდ დაკარგულიყო ან, მხეცების ლუკმა გამხდარიყო.
შარშან, დედა საავადმყოფოში იწვა და ათი დღის განმავლობაში მამას საჭმელი ვერ ვაჭამე. რას არ ვუკეთებდით, მაგრამ არც სინჯავდა. ახლაც, როცა კოვიდთ საავადმყოფოში იწვა, მუდმივად ცოლს კითხულობდა.
…მამა კლინიკაში სულ სხვა პრობლემით თებერვლის ბოლოს მოხვდა. რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ, ჯანმრთელი გამოვიდა. შემდეგ გაირკვა, რომ კოვიდით კლინიკაში დაინფიცირდა. 10 დღე უსიმპტომოდ მიმდინარეობდა პროცესი, შემდეგ დედასაც აღმოაჩნდა და ისიც მის გვერდით მოვათავსეთ. დედა გამოკეთდა მამა კი, უფრო და უფრო დამძიმდა“, – განუცხადა “სარკეს” ირინა გეგეჭკორმა.
წყარო: “სარკე”
კომენტარები